Saturday, July 14, 2018

ინტელის პროექტებით სწავლების შეჯამება

                             


  ინტელის  ტრენინგით გავირღმავე    კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენების უნარი, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტანდარტით გათვალისწინებული თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ვისწავლე პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსის რესურსები,ვისწავლე პროექტზე მუშაობაბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის  განხორციელების დროს ,ასევე ვისწავლე  ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, შევქმენი პროექტისათვის საჭირო ბლოგები.,პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა ,შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორები.განვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებს.კარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტოების ჩამოტვირთვა და ჩასმა,გავიგე გაჯეტის მნიშვნელობა, ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა. კურსის რესურსები დამეხმარა პროექტის სწორად დაგეგმვაში. ვისწავლე ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,მონაწილეებმა გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები.
ჩემს პორტფოლიოში მოვათავსე პროექტის გეგმა, გამოყენებული ფოტო-მასალა,  მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.
 მე  ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგზე მიღებული ცოდნით. მთლიანად  ტრენინგს ვაფასებ  დადებითად  და ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს ვუხდი უდიდეს მადლობას გაწეული შრომისათვის.

მეცხრე დღის რეფლექსია

14.07.2018წ

  გავაკეთე ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ვიმუშავე ბლოგში, გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიოს საქაღლდე ჩემს ბლოგზე, შევაჯამეთ ტრენინგი და დავწერეთ ტრენინგის საბოლოო რეფლექსია.

მერვე დღის რეფლექსია

12.07. 2018წ

ტრენინგის მერვე დღეს ვისწავლეთ google-ის ფორმები, პროექტის გეგმაში ვიმუშავე სასწავლო პროცედურებზე.  ავირჩიე და მოვნიშნე რესურსები. დავწერე იმ დამატებითი რესურსების ჩამონათვალი, რაც საჭიროა პროექტის განხორციელებისათვის, შევქმენი ნიჭიერი მოსწავლის ბუკლეტი.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

10.07.2018 წ

დავასრულე პრეზენტციის შეფასების რუბრიკის შექმნა და ავტვირთე დრაივზე შესაბამის საქაღალდეში, ასევე შევქმენი და ავტვირთე პროექტის შეფასების რუბრიკა. განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება და მათთვის შესაბამისი დავალებების მიცემა, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. დღე იყო წარმატებული და შრომატევადი.

Sunday, July 8, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

8.07.2018წ ტრენინგის მეექვსე დღე იყო საინტერესო და შრომატევადი, რადგან ვიმუშავეთ პროექტისათვის მეტად მნიშვნელოვან დეტალებზე. ვისწავლე პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება, შევქმენი პრეზენტაციისა და პროექტის ჩეკლისტები, განვიხილეთ შეფასების რუბრიკის ტიპები და ვიმუშავე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნაზე. გავეცანი შეფასების ინსტრუმენტებს და შევავსე პროექტის გეგმის შესაბამისი გრაფები.

ინტელის პროექტებით სწავლების შეჯამება

                                ინტელის   ტრენინგით გავირღმავე     კომპიუტერული   ტექნოლოგიების   გამოყენების უნარი,  რაც მნიშვნელო...